Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენი ხანია ქართველი ხალხი ელის ამ ინიციატივას – თამარ ჩიბურდანიძე LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე

მარშალ პრესი 01/03/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„LGBT უფლებები სრულად არის დაცული საქართველოში. მაგრამ, ფსევდო ლიბერალებისთვის ეს არ არის საკმარისი და მუდმივად ცდილობდნენ უფლებრივი დაცვა პროპაგანდაში გადაეზარდათ“-ასე ეხმიანება, საკანონმდებლო ინიციატივას LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ე.წ. დემოკრატები ადამიანის უფლებების დაცვით ფუთავდნენ იმ მავნე იდეოლოგიას, რასაც ჰქვია ფსევდო ლიბერალიზმი და LGBT პროპაგანდა.

“მას შემდეგ, რაც დემოკრატიის მანტიით შემოსილმა ფსევდო ლიბერალურმა პარტიებმა სერიოზულად ფეხი მოიკიდა საქართველოში, ქართველ ხალხში გაჩნდა მართებული შიში ეროვნული ღირებულებების დაკარგვის. ე.წ. დემოკრატები ადამიანის უფლებების დაცვით ფუთავდნენ იმ მავნე იდეოლოგიას, რასაც ჰქვია ფსევდო ლიბერალიზმი და LGBT პროპაგანდა.

რამდენიმე წლის წინ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც სწორედ უმცირესობების უფლებების დაცვას გულისხმობს. LGBT უფლებები სრულად არის დაცული საქართველოში. მაგრამ, ფსევდო ლიბერალებისთვის ეს არ არის საკმარისი და მუდმივად ცდილობდნენ უფლებრივი დაცვა პროპაგანდაში გადაეზარდათ. რამდენი პროვოკაცია მოაწყვეს ამისთვის, რასაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და რასაც შემდეგ ოპოზიციური ძალები და მათი ენჯეოები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებდნენ. რამდენი ხანია ქართველი ხალხი ამ ინიციატივას ელის. წარმომიდგენია, რაოდენი სიხარულია დღეს მათში. ეს არის გზა ქვეყნის ტრადიციების შენარჩუნების და ასევე სწორი განვითარების. საქართველოში ორივე კანონი მიღებული იქნება, ანტიდისკრიმინაციულიც და ანტიპროპაგანდისტულიც. ეს არის ღირსეული გზა ევროპისკენ”, –წერს ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: როგორაც არ უნდა უტევდნენ ქართულ ეკლესიას, ვერ გაიმარჯვებს ზურაბიშვილის და მათი გუნდის გამანადგურებელი პოლიტიკა საქართველოში
Next: ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს – გია აბაშიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025