Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ჩემი პარტნიორი ხარ და შენი ქმედებიდან გამომდინარე ჩემი ქვეყანა სუსტდება, ქაოსშია, ომში ერთვება, მე უნდა მიგითითო და შეიძლება მკაცრადაც გითხრა, რომ ეს არ არის პარტნიორობა

მარშალ პრესი 29/02/2024
ყაველაშვილი

„მე არ მესმის მოსაზრების, რომ ამერიკის კრიტიკამ შეიძლება გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები. მაშინ გამოდის, რომ მათ პარტნიორობის კი არა, სხვა სურვილი ჰქონიათ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, როცა პარტნიორს ეტყვი, რა ნაბიჯები ასუსტებს ქვეყანას და რა აძლიერებს, ეს არის პრევენცია. „როცა ვამბობთ პარტნიორობას, ჩვეულებრივ ადამიანს როგორ ესმის ეს ტერმინი – ორმხრივი ხომ?

როცა კითხვები არსებობს – თქვენ მე მიცინით და ამ დროს ზურგს უკან სხვა სვლებს აკეთებთ, ხომ უნდა გითხრა – მოდი, ამას ნუ გააკეთებ. ჩვენთან რა მოთხოვნაც გქონდა, ხომ 100%-ით, კეთილსინდისიერად ვასრულებთ, სიყვარულით და მხარდაჭერით? ეს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის განწყობა, რომ ამერიკა ჩვენი პარტნიორია. ამის გამო არ უნდა ვუთხრათ ის რაც ჩვენთვის მიუღებელია? ამაზე თავი უნდა დავხაროთ?

თქმა არის პრევენცია და თუ ჩემი მოყვარე ხარ, პირში უნდა გითხრა ეს ყველაფერი. პარტნიორი რომ მეუბნება, შენი მხარდამჭერი ვარ, გეხმარები და ასე შემდეგ, მეც ხომ უნდა გითხრა, რა მაძლიერებს და რა მასუსტებს. თუ ჩემი პარტნიორი ხარ და შენი ქმედებიდან გამომდინარე ჩემი ქვეყანა სუსტდება, ქაოსშია, ომში ერთვება, მე ამაზე არ წავალ, მე უნდა მიგითითო და შეიძლება მკაცრადაც გითხრა, რომ ეს არ არის პარტნიორობა. არაფერი არ უთხრა, იმიტომ, რომ ის ამერიკაა – ასე დიდი ხანი იცხოვრა საქართველომ. იძულებით აკეთებდა სხვადასხვა ნაბიჯებს, რათა ფიზიკურად გადარჩენილიყო. მე არ მესმის მოსაზრების, რომ ამერიკის კრიტიკამ შეიძლება გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები, მაშინ გამოდის, რომ მათ პარტნიორობის კი არა, სხვა სურვილი ჰქონიათ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაგვისაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: პრორუსი არ მინდაო – ან პროევროპელი, ან (ჯანდაბას) პროქართველი იყოსო
Next: ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.