Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაგვისაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: პრორუსი არ მინდაო – ან პროევროპელი, ან (ჯანდაბას) პროქართველი იყოსო

მარშალ პრესი 29/02/2024
დავი ქართველიშვილი

ნაცების მესამე პრეზიდენტმა უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. მან ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაგვისაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: პრორუსი არ მინდაო – ან პროევროპელი, ან (ჯანდაბას) პროქართველი იყოსო,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ [პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს კატეგორიულად გმობს.

ქართველიშვილის თქმით, პრეზიდენტს რეალურად ემუქრება „ისტორიული სასახლიდან გათრევა”.

„ამ უსამშობლო, ურწმუნო არსებამ, ნაცების მესამე პრეზიდენტმა უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. მან ჯერ ცოცხალი პატრიარქი უკვე დაგვისაფლავა და მისი შემცვლელის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: პრორუსი არ მინდაო – ან პროევროპელი, ან (ჯანდაბას) პროქართველი იყოსო. რა “ეკლესიის ძველი მეთოდები” შეინარჩუნა? ან რა ენაზე გველაპარაკება ეს ქართველთმოძულე ანტიმართლმადიდებელი? რა “მეთოდებს” უწუნებს 2-ათასიანი ისტორიის მქონე ჩვენს ეკლესიას ეს ყველანაირ ზღვარს გადასული “ნეიტრალური გენდერი”? რა “ნიუანსების ცვლილებისკენ” არის მიდრეკილი ჩვენი სარწმუნოების ბურჯი? მთვრალია თუ შეპყრობილი?

ამას ვინმე გააჩერებს? რა “პროდასავლური რიტორიკა”? სად? საკურთხეველში თუ ამბიონიდან? ამას მართლა გამოათრევენ ჩვენი ისტორიული სასახლიდან. “კომპლექსურად” გამოათრევენ, “ნიუანსების ცვლილებების” გათვალისწინებით, კარგი “ძველქართული მეთოდებით” – “პროდასავლური რიტორიკის” თანხლებით. ამის…ინტერვიუს ამ ნაწყვეტს სრულად გაეცანით და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ! „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ.

ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესია, ამ შემთხვევაშიც, პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და რადგან მე ვარ ოპტიმისტი და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა,” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილმა, ის წითელი ნიშნულიც გადაკვეთა, რასთანაც წესით ძალიან ფრთხილად უნდა ჩაევლო – თამთა მეგრელიშვილი
Next: თუ ჩემი პარტნიორი ხარ და შენი ქმედებიდან გამომდინარე ჩემი ქვეყანა სუსტდება, ქაოსშია, ომში ერთვება, მე უნდა მიგითითო და შეიძლება მკაცრადაც გითხრა, რომ ეს არ არის პარტნიორობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.