Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 20 მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა

მარშალ პრესი 29/02/2024
7

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი “რენოს“ მარკის 20 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ახალი სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.

მაღალი გამავლობის ავტომობილები, ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში გადანაწილდება.

საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზანი პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფების, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

Post navigation

Previous: გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
Next: სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას კი არ აზიანებს, იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მის მსგავსად მოექცეს მოსახლეობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.