Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 29/02/2024
429059092_381331861280342_560267927024578966_n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 21 კილომეტრამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელბს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 18.8 მილიონ ლარს შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მის ფარგლებში დაგეგმილია: გზის საფარის და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია – განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ.

Post navigation

Previous: პოლიტიკამ უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს მეტი ძალა, ენერგია და შანსი, საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს – ჩვენი პროგრამა, ჩვენი ფილოსოფია ემსახურება ამას
Next: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 20 მაღალი გამავლობის ავტომობილით განახლდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.