Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა

მარშალ პრესი 28/02/2024
61aa7837-f93a-42e6-a178-9772d72b7131

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის – ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის შვედეთი არის საიმედო პარტნიორი. მთავრობის მეთაურმა ანა ლიბერგს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შვედეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: თავდაცვის მინისტრი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
Next: ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს… – დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.