Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 28/02/2024
429827252_1411693619772092_245161342921575307_n

თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა.

თავდაცვის მინისტრმა სომეხ დიპლომატთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას. შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მესროპ ნაზარიანი დაესწრო.

Post navigation

Previous: ირაკლი ჩიქოვანი იტალიის ელჩს შეხვდა
Next: ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.