Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ჩვენ როდესაც გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას კრიტიკა მოყვა

მარშალ პრესი 28/02/2024
სოზარ სუბარი

„კარგია, როცა პარტნიორებთან გვაქვს ინტერესების თანხვედრა, მაგრამ როცა ასეთი თანხვედრა არ არის, უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ შესაძლოა სახელმწიფოთა ურთიერთობებში გარკვეულ დათმობებზე წასვლა ხდება ხოლმე, მაგრამ ეს დათმობა უნდა იყოს ისეთი, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერესები.

„ამერიკას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ხოლო როდესაც ჩვენ გავაფორმეთ მსგავსი ხელშეკრულება ჩინეთთან, ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას კრიტიკა მოყვა.

არადა, თუკი ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, რაც კარგია საქართველოს ეკონომიკის ზრდისათვის და კარგია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, რატომ არ უნდა მიესალმოს ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? რა უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო? თუ მათთვის მისაღები და დასაშვებია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დასაშვებია, თუ მთლიანად ევროკავშირისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის დასაშვებია, საქართველოსთვის რატომ არის აკრძალული?

რატომ გვიდგენენ ჩვენ სხვა სტანდარტს? ჩვენ, „ხალხის ძალას“, სწორედ ასეთი ორმაგი სტანდარტი არ მოგვწონს და ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, თუ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს უფლებებს და ინტერესებს. ამერიკა არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ამიტომ მასზე ნუ ვიქნებით გაბრაზებული, თუ ის ჩვენთან ურთიერთობაში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს. ამერიკაც, ინგლისიც, ჩინეთიც და ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს თავისი ინტერესები დაიცვას და გაატაროს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ეს კარგია, მაგრამ, როცა ასეთი თანხვედრა არ არის, მაშინ ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. იმას ვერ ვიტყვი, რომ დათმობა არასდროს მოგვიწევს, პოლიტიკა დათმობების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ბუნებრივია, ეს დათმობა უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები არ დავაზიანოთ,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: როგორ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას, რომ შენი მართლმსაჯულება სხვას გადასცე სამართავად, ანუ, სახელმწიფოს ჩუქნი სხვას – თამარ ჩიბურდანიძე
Next: რამე დიამეტრულ განსხვავებას – ევროპაში ცალ ფეხზე ხტუნვით შესვლასა თუ რუსეთში მუხლებზე ხოხვით დაბრუნებას შორის – მე მაგალითად ვერ ვხედავ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.