Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას, რომ შენი მართლმსაჯულება სხვას გადასცე სამართავად, ანუ, სახელმწიფოს ჩუქნი სხვას – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 28/02/2024
თამარ ჩიბურდანიძე

ISFED -ის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება ვეღარ გაჭრის, ეს უკვე ნაცადი ხერხია მათთვის და ახლა სურთ მთლიანი სასამართლო აჩუქონ უცხოეთს, ვინც ლობირებს მათ ანტიქართულ პოლიტიკას საქართველოში,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აქვე დასძენს, რომ ოპოზიციას და მის „ენჯეოებს“ ხალხის ბედი არ აწუხებთ, მათ შორის არც რეფორმების. ვეტინგის მეთოდით საქართველოს მართლმსაჯულების გადაცემა სხვა ქვეყნისთვის, სულ მცირე მტრობაა ქვეყნისთვის.

წარმოუდგენელია, რომ ეს არ ესმოდეთ ოპოზიციაში და მათ ენჯეოებში.

სწორედაც რომ კარგად ესმით და იციან, ამიტომ ითხოვენ ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი საყრდენის – სასამართლოს მართვის სადავეების უცხოელებისთვის გადაცემას. არავის ეგონოს, რომ ოპოზიციას და მის ენჯეოებს ხალხის ბედი აწუხებდეთ, რომ ეგრეთწოდებული რეფორმებით ვინმეს დაეხმარონ სამართლის პოვნაში. არა, მათ მხოლოდ არჩევნების ბედი და ხელისუფლების ხელში ჩაგდება აწუხებთ. ISFED -ის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება ვეღარ გაჭრის, ეს უკვე ნაცადი ხერხია მათთვის და ახლა სურთ მთლიანი სასამართლო აჩუქონ უცხოეთს, ვინც ლობირებს მათ ანტიქართულ პოლიტიკას საქართველოში.

ვეტინგის პროექტი ქართული ოპოზიციის და მათი ენჯეოების ლუსტრაციაა. როგორ უნდა მტრობდე საკუთარ ქვეყანას, რომ შენი მართლმსაჯულება სხვას გადასცე სამართავად, ანუ, სახელმწიფოს ჩუქნი სხვას,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ეკონომიკის სამინისტრო გიორგი კოდუას ბრალდებას პასუხობს
Next: ამერიკას უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩინეთთან დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ჩვენ როდესაც გავაფორმეთ ეს ხელშეკრულება, ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას კრიტიკა მოყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.