Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 27/02/2024
159482ec-0f00-4750-b5a3-3781fb2569dd

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიდი გრაუს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ყურადღება დაეთმო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიან წარმატებულ და ეფექტიან თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ სააგენტომ თავისი საქმიანობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს შვეიცარიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შუამავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა ჰაიდი გრაუს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

Post navigation

Previous: ათ წლამდე ბავშვებს რომ გეიაღლუმებზე ატარებენ, ამბობენ, რომ ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით კარგია, ეს არც ევროპული და არც ქართული ღირებულებაა
Next: ივანიშვილის დანდობა არ იქნება – გიგი უგულავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.