Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ათ წლამდე ბავშვებს რომ გეიაღლუმებზე ატარებენ, ამბობენ, რომ ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით კარგია, ეს არც ევროპული და არც ქართული ღირებულებაა

მარშალ პრესი 27/02/2024
გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება და ქართული ღირებულება. ევროპული კულტურის მატარებელი ქვეყნები ევროპელებად იწოდებიან მაშინ, როდესაც მათ აქვთ ქრისტიანულ კულტურაზე დამყარებული მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდას ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს.

„არც ერთ ჩვენს განცხადებაში სიძულვილის არანაირი გამოვლინება არ ყოფილა. სადმე მსგავსი რამ რომ გვეთქვა, ამდენი ჩასაფრებული ადამიანია გარშემო, მაშინვე მოჭრიდნენ და დაატრიალებდნენ სოციალურ ქსელში, მაგრამ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ არ ავიტანთ იმ მთავარი ღირებულებების შეურაცხყოფას, როგორიც არის ქართული იდენტობა, ქართული ტრადიციები, რაზეც დგას საქართველოს სახელმწიფო. ათ წლამდე ბავშვებს რომ გეიაღლუმებზე ატარებენ, ამბობენ, რომ ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით კარგია, ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ არ არის კავშირში. ეს არც ევროპული და არც ქართული ღირებულებაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება და ქართული ღირებულება. ევროპული კულტურის მატარებელი ქვეყნები ევროპელებად იწოდებიან მაშინ, როდესაც მათ აქვთ ქრისტიანულ კულტურაზე დამყარებული მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება.

ამიტომ ვამბობთ ჩვენ, ქართველები, რომ ვართ ევროპასთან ახლოს და თავსებადები, რომ ორიათასწლიანი ქრისტიანული კულტურა გვაქვს. ევროპულ კულტურასთან და ქრისტიანობასთან რა საერთო აქვს ან გეიაღლუმს, ან ბავშვების სქესის გაუქმებას და ა.შ. ამდენად, ჩვენს პოზიციაში ანტიდასავლური და ანტიევროპული არაფერია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ქართულ ღირებულებებსაც და ევროპულსაც. არც ევროპაში მოსწონთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს გეიაღლუმებში მონაწილეობის მიღება და რაც ყველაზე მთავარი და საშიშია, შემდეგ ამ ყველაფერს ოფიციალურ სახე ეძლევა. 15-20 წლის წინ ჩვენ, მათ შორის, მეც იუმორით ვუყურებდით „ლგბტ“ პროპაგანდას, რადგან ვფიქრობდით, რომ ყველას თავისი საქმე აქვს და ამით ვერაფერი შეიცვლება, მაგრამ ფსევდოლიბერალებმა საქართველოში ასეთი პოლიტიკა ჩამოაყალიბეს – ჩვენი უფლება არსებობს და სხვისი ვალდებულება. ხოლო სხვისი უფლება და ჩვენი ვალდებულება რომ არსებობს, ეს პრინციპი ფსევდოლიბერალებმა არ იციან და როგორც კი განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებ, იმ წუთშივე ხდები რეტროგრადი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა. .

Post navigation

Previous: სერგი კაპანაძე წლების განმავლობაში იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ის იყოს ნეიტრალურად აღქმული?
Next: პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.