
სასტუმრო „შერატონ ბათუმი“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ფორუმი თემაზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლება – მიღწევები და გამოწვევები გაიმართა.
პრეზენტაციები წარმოდგენილი იყო ინკლუზიური განათლების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების, ერთიანი ხედვის, მულტიდისციპლინური და ინდივიდუალური მიდგომის არარსებობის, მოსწავლეებში ეფექტური მექანიზმების დანერგვის, სკოლების სათანადო ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.
ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დანერგილი პრაქტიკის, ინკლუზიური ადრეული განათლების, სხვადასხვა თეორიასა და მიდგომებზე, სპეციალისტების სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვის შესახებ, რათა გაცნობიერებული იყვნენ და სხვებსაც გაუზიარონ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა, ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლების მომსახურების სერვისის ეფექტურად მისაწოდებლად.
ფორუმზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დანერგილი, ორი ახალი პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა: შშმ სტატუსის მქონე (18 წლამდე) ბავშვთა საკურორტო რეაბილიტაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა.
ფორუმს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების სამინისტროს, სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჟღენტი, უმაღლესი საბჭოს წევრები, საკრებულოს წევრები, აჭარის პროფესიული კოლეჯის და უნივერსიტეტების, ხელვაჩაურის სკოლამდელი აღზრდის, საჯარო სკოლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.