Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სწორედ იუნკრების ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ

მარშალ პრესი 23/02/2024
დიმიტრი ხუნდაძე

„საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე“, -ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე იუნკერთა ხსოვნის დღეს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით.

„დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე. მართალია, იუნკრები ვერ გაუმკლავდნენ წითელ არმიას, მაგრამ ეს ახალგაზრდები დარჩნენ გმირებად ისტორიას.

სწორედ მათი ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ. ჩვენს შვილებს აუცილებლად დავუტოვებთ რეალურად დამოუკიდებელ და ძლიერ ქვეყანას. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით შენარჩუნებული. ჩვენ შევძლებთ იმ ოცნებების ახდენას, რისთვისაც სიცოცხლეს სწირავდნენ ქართველი ახალგაზრდები“, -წერს ხუნდაძე.

Post navigation

Previous: გურიაში სახელმწიფო რწმუნებული მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო
Next: ეს პუტინის ვერშემდგარი “ვასალი” რომ დაისვა მაგიდასთან ოპოზიციამ, მაშინ ვთქვი – დაღმართით წავა პროცესი თქო და ასეც მოხდა – თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.