Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მარშალ პრესი 23/02/2024
426106850_725589529757639_3509688366714274447_n

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, მანდატურის სამსახურის უფროსთან სოფიო აბულაშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად, დაგეგმარებისა და ანალიზის რეგიონული სამმართველო განთავსდება. მოეწყობა ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული და მორგებული მათ საჭიროებებზე. ოზურგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებსაც შეხვდა, სადაც ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და გურიის მხარეში სასკოლო უსაფრთხოების საკითხები განიხილა

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს
Next: სწორედ იუნკრების ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.