Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 23/02/2024
მამუკა მდინარაძე

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას და მოგონილ ამბებს დატუქსვასთან დაკავშირებით, ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

„თუ ბოლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო გზავნილები გახმოვანებულა, გამორჩეული იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში გახმოვანებული გზავნილები. ოპონენტები რეალობის მიღმა სპეკულაციურ მესიჯებს ახმოვანებენ. იყო ძალიან პოზიტიური, იმედის მომცემი, სწორი შეფასების გზავნილები ჩვენი ევროპელი კოლეგებისა და პარტნიორებისგან, ლიდერებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილებიც იყო ყოველგვარ ბუნდოვანებას მოკლებული და ძალიან მკაფიო, რომ საქართველო ადგას გზას, სადაც პრიორიტეტები არის ევროკავშირის წევრობა, დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მშვიდობა, რაც ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. არავინ აპირებს, რომ ცალ-ცალკე კონტექსტში ეს საკითხები განიხილოს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ეს გაახმოვანა პრემიერ-მინისტრმა. ამის მიმართ მიმღებლობა იყო მაღალი, ისე, როგორც არასდროს და შესაბამისად, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ვიზიტით. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას და მოგონილ ამბებს დატუქსვასთან დაკავშირებით, ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია. ადამიანები საუბრობდნენ სხვა რამეს და ესენი [ოპოზიცია] ჭორაობდნენ სხვას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ყრიდნენ ქუჩაში და უკონტროლოდ ამრავლებდნენ – მაია ბითაძე
Next: ამ ჯალათების იდეოლოგს თავისი კამერა მოენატრა – ამირან სალუქვაძე ნიკა გვარამიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.