Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ყრიდნენ ქუჩაში და უკონტროლოდ ამრავლებდნენ – მაია ბითაძე

მარშალ პრესი 23/02/2024
მაია ბითაძე

ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ყრიდნენ ქუჩაში და უკონტროლოდ ამრავლებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ, კანონით საშენებს ძალიან გავაკონტროლებთ. შესაძლებელია ჩვენ აღარ გვქონდეს იმისი უფლება, რომ ჩვენივე ძაღლები გავამრავლოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კანონს არ აქვს უკუმოქმედების ძალა. საუბარია 2025 წლის ივლისიდან. ჩვენ მანამდე უნდა მომემზადოთ და ყველა ძაღლი დავარეგისტრიროთ.

შესაძლებელია, შეგვეზღუდოს ჩვენივე ძაღლების გამრავლება და მოგვიწევს მხოლოდ და მხოლოდ საშენში მისვლა და თუ მოგვინდება ხელახლა ყიდვა, ხელახლა უნდა ვიყიდოთ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში 15 თებერვალს გაიმართა.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, ოპოზიციის მხარეს არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხი – შალვა პაპუაშვილი
Next: ეს არის ორღობეში ჭორაობა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონია – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.