Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული სახელმწიფო, ბრიუსელშიც და მიუნხენშიც, ორივე ლოკაციაზე წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი

მარშალ პრესი 21/02/2024
თამთა მეგრელიშვილი

„ქართული სახელმწიფო შანსს და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ მაღალი ტრიბუნიდან, საერთაშორისო პლატფორმიდან გააჟღეროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილი მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკური უმეცრება, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი, ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებში იჩენს, რეალურად ეს მათი განაჩენია.

„ქართული სახელმწიფო, ბრიუსელშიც და მიუნხენშიც, ორივე ლოკაციაზე წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი. ნამდვილად, ვერ დავეთანხმები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, რომ ამ პროცესში რაიმე საქილიკოა.

დიახ, ბრიუსელი, რომელიც აირჩია ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორი და ზუსტი არჩევანია იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფოს დღის წესრიგში ახლა ეს გამოწვევებია, მოლოდინებია და ეს დაკვეთაა საზოგადოებისგან.

დიახ, სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურად ფეხს უბამს იმ საჭიროებებს, რომელიც ამ წუთას ქართულ სახელმწიფოს აქვს. ქართული სახელმწიფო შანსს და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ მაღალი ტრიბუნიდან, საერთაშორისო პლატფორმიდან გააჟღეროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. როგორიც არის: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა და ჩვენი სახელმწიფოს ამბიცია. ჩვენ მიუნხენში ვიქნებით წარმოდგენილი თუ ბრიუსელში, ამით საქმე არ ფუჭდება. მთავარი არის ის, რომ ღირსეულად წარმოვადგენთ ქართულ სახელმწიფოს და ამით ქართული სახელმწიფო არაფერს კარგავს. ის პოლიტიკური უმეცრება, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი, ამ და სხვა პოლიტიკურ საკითხებში იჩენს, რეალურად ეს მათი განაჩენია და უნდა შევეგუოთ ამას იმიტომ, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკური მოცემულობის ოპოზიციური სპექტრი არ გვყავს“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე გელა მთივლიშვილის სტატიაზე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით – თავის დროზე რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი, სპეკულაცია “ნაცების” სასარგებლოდ
Next: ნატო-საქართველოს კომისია იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.