Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამუკა მდინარაძე გელა მთივლიშვილის სტატიაზე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით – თავის დროზე რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი, სპეკულაცია “ნაცების” სასარგებლოდ

მარშალ პრესი 21/02/2024
მდინარაძე

უხერხულობა შეუქმნეს ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელმაც დააჯილდოვა, გამარჯვებულად აღიარა და დააფინანსა გელა მთივლიშვილის ერთ-ერთი სტატია, რომელიც აგებული იყო სიყალბეზე. წარმოიდგინეთ, იმდენად რეალისტურად დაწერეს თავის დროზე რაღაც, რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელიც გუშინ, გუშინწინ უკვე შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით აღმოჩნდა, რომ იყო ცალსახა ტყუილი, სპეკულაცია მხოლოდ “ნაცების” სასარგებლოდ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით დადასტურდა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების და სხვა კონკრეტული პირების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი და სპეკულაცია.

“აღმოჩნდა, რომ რაც კი ვრცელდებოდა, ამ ხალხის მიერ, რომლებიც ახლა მე მეკამათებიან ამ სტილში და ცდილობენ თავისი მე დამაბრალონ. ამ ხალხის მიერ ტირაჟირებული ეს ყველაფერი იყო და რისი ტირაჟირებაც მოახერხეს ამ ადამიანებმა ყველა სიტყვა და ყველა ფრაზა, იყო ტყუილი. შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ჯგუფის დასკვნით, რასაც ვლაპარაკობდით პირველივე დღიდან მოყოლებული დინამიკაში როგორც განვითარდა, რისი თქმის საშუალებაც გვქონდა, ექსპერტებზე დაყრდნობით, ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე. რასაც ნაცები ლაპარაკობდნენ და ეს ადამიანები, რომლებიც ახლა კამათობენ სხვადასხვა თემაზე, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: თუ 2030 წელს ევროკავშირი მზად იქნება, რომ მიიღოს საქართველო, ჩვენი მხრიდან ამაყად და თავისუფლად ვამბობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე მზად და უფრო კარგ სიტუაციაში, უფრო მყარად გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, ვიდრე ნებისმიერი კანდიდატი ქვეყანა
Next: ქართული სახელმწიფო, ბრიუსელშიც და მიუნხენშიც, ორივე ლოკაციაზე წარმოდგენილია ისე, როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.