Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის

მარშალ პრესი 21/02/2024
ირაკლი კობახიძე

დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდე პარტნიორობა ჩვენს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერს გაკეთდება იმისათვის, რომ ამ კუთხით იყოს მაქსიმალური პროგრესი.

„გაგრძელდება რა თქმა უნდა კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ კუთხით გვქონდეს მაქსიმალური პროგრესი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი. ამ ეტაპზე არის რთული ვითარება, ვიდრე გრძელდება ომი უკრაინაში, ინტეგრაციის კუთხით არის რთული. არ არის დღეს მომწიფებული ვითარება იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ყველაფერი უნდა შევამზადოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როცა ამისათვის შესაბამისი პირობები მომზადდება, ჩვენ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება, პრინციპული გადაწყვეტილება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: 21 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით
Next: საქართველო არცერთი მიმართულებით სწორ სვლას რაიმეს დათმობის საფასურად არ აპირებს, ასეთივე იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის მესიჯებიც, ასეთივე იყო შემხვედრი გზავნილები როგორც ევროკავშირისგან, ასევე ნატო-ს ხელმძღვანელებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.