Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

21 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით

მარშალ პრესი 21/02/2024
ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგვიტოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით.

„მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი განვითარებულიყო სწრაფი ტემპით და დაფუძნებოდა ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი ძალიან მყარ ღირებულებებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა, ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ
Next: დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ კიდევ მეტად დავუახლოვდეთ ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.