Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საუბრები გახარიასთან და პრეზიდენტთან – ეკა ბესელია გაზაფხულზე ახალ პოლიტიკურ დაჯგუფებას აანონსებს

მარშალ პრესი 20/02/2024
ეკა ბესელია

მიმდინარე წლის აპრილისთვის ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას აანონსებს და ამბობს, რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან 20 თებერვალს, ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, თუ ვინ არიან ის ოპოზიციური პარტიები, ეკა ბესელიამ ერთ-ერთ ასეთ ფიგურად გიორგი გახარია დაასახელა. ასევე, მან თქვა, რომ პრეზიდენტსაც ესაუბრება.

“მაქსიმუმ 4 პარტია დამრჩა, ვისთანაც არ მქონია საუბრები, დანარჩენთან თითქმის ინტენსიურად ვსაუბრობ – ვსაუბრობ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტთან ზოგადად პოლიტიკურ სურათზე, ვსაუბრობ სხვა პარტიებთანაც იმისთვის, რომ ლოგიკური დაჯგუფების უფრო გასაგები ფორმატი შეიქმნას”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ყველაზე მეტ დროს ახალგაზრდა თაობას უთმობს, რომლებიც მზად არიან პოლიტიკურ პროცესში შემოსასვლელად.

Post navigation

Previous: ნიკა გვარამიას აღარ აქვს მოლოდინი, რომ ნაც.მოძრაობა იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებს, რასაც გასულ არჩევნებზე
Next: საშაურმეებიდან გადის ნარკოტიკი, დავბრუნდები და ჩამოგივლით – ელისო კილაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.