Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია

მარშალ პრესი 20/02/2024
თამთა მეგრელიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოკვეთილად ზუსტი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა ევროპისადმი. მან თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრობა. ასევე გამოხატა მზაობა ყველა იმ რეფორმისათვის, რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დასჭირდება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხმად დადასტურდა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და იმსახურებს გახდეს მისი წევრი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ევროკავშირის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბრიუსელში და მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, არის კიდევ ერთი ღია განაცხადი იმისა, რომ ევროპა ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანია.

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ირაკლი კობახიძე პოლიტიკური ქცევის მაღალი სტანდარტითა და ლიდერი პოლიტიკოსისათვის დამახასიათებელი სათანადო მანერით, საერთაშორისო პლატფორმიდან მსოფლიოს ღიად ესაუბრება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ არჩევანზე, მის მიღწევებსა და საჭიროებებზე. ის სხვა პირებთან ერთად საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ევროკავშირის პოზიცია ურყევია და ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოკვეთილად ზუსტი პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა ევროპისადმი. მან თქვა, რომ ქართულ სახელმწიფოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრობა. ასევე გამოხატა მზაობა ყველა იმ რეფორმისათვის რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას დასჭირდება. ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მოხსენებაში გამოიკვეთა ქართული სახელმწიფოს როლი, ის გახდეს რეგიონში წარმატების ჰაბი ასევე ამ შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხმად დადასტურდა, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი და იმსახურებს გახდეს მისი წევრი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სანამ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს, სადაც ქართული სახელმწიფოს დასავლურ მისწრაფებებზე აკეთებდა აქცენტებს
Next: ნიკა გვარამიას აღარ აქვს მოლოდინი, რომ ნაც.მოძრაობა იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებს, რასაც გასულ არჩევნებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.