Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ცხადჰყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი – ჟოზეფ ბორელი

მარშალ პრესი 20/02/2024
ჯოზეფ ბორელი

როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა − ჯოზეფ ბორელმა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ეს ცხადჰყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცეს ფიქრობენ, ევროკავშირი არის მათი მომავალი.

„ბატონო პრემიერო, როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო. გასაოცარი მარტო ჩემთვის კი არ იყო, ყველასთვის გასაოცარი იყო, თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ზოგადად ჩემამდე, ჩემს ვიზიტამდეც და ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ იმისათვის, რომ გავზარდოთ ქვეყნის მედეგობა და თქვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოხდეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა

Post navigation

Previous: მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში და რეგიონში – ირაკლი კობახიძე
Next: ეს არის სწორედ ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში – ოლივერ ვარჰეი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.