Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში და რეგიონში – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 20/02/2024
ირაკლი კობახიძე

კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ ჯოზეფ ბორელთან და  ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო მნიშვნელოვანი და სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდეგ. პანდემიის შემდეგ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდა ძალიან დიდი წინსვლა და ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დაუბრუნდა იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. წარმატებული რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში.

ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, გამძლეობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ამ კონტექსტში მივესალმებით იმ პრიორიტეტების გეგმას, რომელიც განხილული იქნა დღევანდელ სხდომაზე და გულისხმობს ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მჭიდრო პროცესს. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და პარტნიორი რეგიონში. მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ვცდილობთ, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და დემოკრატიული პროგრესი ვიქონიოთ თანამშრომლობის კონტექსტში.

ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში კოლეგებთან მუშაობას იმისათვის, რომ თანადაკავშირებადობის პროცესში მოხდეს იმ ხელშესახები შედეგების მიღება, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ამ კონტექსტში აისახება სამოქალაქო თანამეგობრობის საფუძველზე. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი განეიტრალების კვალობაზე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მიდგომას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების ფარგლებში აღიარებული მხარდაჭერის მიმართ. კონფლიქტის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა მოხდეს, მშვიდობიანობის დაცვის პრინციპით და ეს მნიშვნელოვანია ადგილზე მშვიდობისთვის. მშვიდობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი სტაბილურობა, წინსვლა ვიქონიოთ ქვეყანაში და რეგიონში და ჩვენი საერთო მიზნები იქნეს დაკმაყოფილებული ევროპის ზოგადი კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ქვეყნის ეკონომიკას არ დავანგრევთ, თუკი რაიმე მოქმედებით დავეხმარებით უკრაინას ამას გავაკეთებთ, მაგრამ თუკი ვერაფრით დავეხმარებით უკრაინას, რუსეთს სანქციებით ვერ დავაზიანებთ და მხოლოდ ქართულ ეკონომიკას გავანადგურებთ, ამაზე რა თქმა უნდა არ წავალთ
Next: ეს ცხადჰყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი – ჟოზეფ ბორელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.