Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილი სააკაშვილს სავარაუდოდ არჩევნების პიკში შეიწყალებს, რათა მათი გათვლებით, სახალხო მღელვარება გამოიწვიონ და არჩევნების ბედი გადაწყვიტონ, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ

მარშალ პრესი 19/02/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„სააკაშვილის ლობისტებს სურთ გაიმეორონ იგივე სცენარი, რაც 4 წლის წინ სცადეს. არაჟნის კონტეინერით შემოყვანილი პრეზიდენტი მაშინ საკუთარმა ამომრჩეველმა არ დაიცვა და ახლა რისი იმედი აქვთ? ამ პერიოდში ნაცმოძრაობის ამომრჩევლის ნაწილიც კი დარწმუნდა მათი პოლიტიკის ბოროტებაში და ამიტომ აკლდებათ ხმები”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით ოპოზიციას სხვა გამოსავალი ამჯერად არ აქვს და შეეცდება ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა გაამართლოს დამფინანსებლების ნდობა.

„მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ნაცმოძრაობის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციის ლიდერი გახდა, არ უგულებელყოფს სააკაშვილის უცხოელი ლობისტების მოთხოვნას და დამნაშავე პრეზიდენტის შეწყალებას ხელს მოაწერს. ოღონდ, ამ ეტაპზე შეწყალება მათთვის სასარგებლო არ არის, არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. სააკაშვილის შეწყალება მათ სჭირდებათ არჩევნების პიკში, მოსახლეობის მღელვარების კულმინაციის შესაქმნელად.

თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ. სააკაშვილის ლობისტებს სურთ გაიმეორონ იგივე სცენარი, რაც 4 წლის წინ სცადეს. არაჟნის კონტეინერით შემოყვანილი პრეზიდენტი მაშინ საკუთარმა ამომრჩეველმა არ დაიცვა და ახლა რისი იმედი აქვთ? ამ პერიოდში ნაცმოძრაობის ამომრჩევლის ნაწილიც კი დარწმუნდა მათი პოლიტიკის ბოროტებაში და ამიტომ აკლდებათ ხმები.

თუმცა, სხვა გამოსავალი ამჯერად არა აქვთ, ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ, რათა გაამართლონ იმ დამფინანსებლების ნდობა, რომლებიც ფულს საკუთარი ინტერესებისთვის უხდიან. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც, რადგან ისინი უკვე დარწმუნებულნი არიან საკუთარ მარცხში,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობები იქნება, თუმცა ჩვენი საარჩევნო სისტემა კარგად არის დაცული და პირდაპირ ვერ ჩაერევიან
Next: რადოსლავ სიკორსკიმ სჯობს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.