Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობები იქნება, თუმცა ჩვენი საარჩევნო სისტემა კარგად არის დაცული და პირდაპირ ვერ ჩაერევიან

მარშალ პრესი 19/02/2024
სოზარ სუბარი

„არჩევნებში რუსულ ჩარევაზე ლაპარაკობენ აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა, ჩვენი ხალხი და საზოგადოება, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უკეთ არის მომზადებული, რადგან კარგად ვიცით რუსული პროპაგანდის ბუნება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო სისტემა კარგად არის დაცული და რუსული ძალა პირდაპირ ვერ ჩაერევა. „შემთხვევითი არ არის ის, რომ პრორუსულ ძალებს საქართველოში მინიმალური მხარდაჭერა აქვთ.

ეს ასეა თავისუფლების მოპოვების დღიდან, მაშინ როდესაც უკრაინაშიც და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც სოციალისტური, პრორუსული ძალების გავლენა ყოველთვის ძალიან მაღალი იყო (მოლდოვაში ხელისუფლებაშიც კი იყვნენ). საქართველოში კი მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და ასეთ ძალებს მაღალი მხარდაჭერა არასდროს არ ჰქონიათ. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობები იქნება, თუმცა ჩვენი საარჩევნო სისტემა კარგად არის დაცული და პირდაპირ ვერ ჩაერევიან. მათ პროპაგანდას კიდევ ქართველ ხალხზე ზემოქმედების უნარი ნაკლებად აქვს, რადგან ამ პროპაგანდის თითოეულ დეტალს კარგად ვიცნობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: უკვე დარწმუნებით იციან, რომ “5-იანის ფაქტორი” ვერ ასცდება 20 პროცენტს და ცდილობენ, “ნაცებისგან” გამიჯვნით მოიპოვონ ნდობ
Next: ზურაბიშვილი სააკაშვილს სავარაუდოდ არჩევნების პიკში შეიწყალებს, რათა მათი გათვლებით, სახალხო მღელვარება გამოიწვიონ და არჩევნების ბედი გადაწყვიტონ, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.