Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს, კეთილსინდისიერ ბიზნესთან არაფერი აქვთ საერთო

მარშალ პრესი 19/02/2024
ზურაბ ქადაგიძე

დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს. კეთილსინდისიერ ბიზნესთან და მითუმეტეს, კონკურენტულ გარემოში მეწარმეობასთან ამათ საერთო არაფერი აქვთ, რადგან პარაზიტები არიან! – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, Scope Ratings-ის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შვილების მიერ მართული კომპანიის, „Lisi Lake Development“-ის რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას და პროგნოზის „ნეგატიურზე“ შეცვლას.

ქადაგიძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არარსებული მენეჯმენტით უნდოდათ “ანაკლიის პორტის” მშენებლობა, ხოლო როდესაც სახელმწიფო ხელშეწყობა და რამდენჯერმე შეცვლილი პირობებიც ვერ დააკმაყოფილეს, პოლიტიკას შეაფარეს თავი, საკუთარი უუნარობისა და ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

„ასეა, როდესაც ხასიათი თაღლითის გაქვს და ბუნება პარაზიტის. თავისუფალი კონკურენციის პირობებში არა თუ წარმატებული ბიზნესი, საერთოდ კეთილსინდისიერ მეწარმედაც კი არ შეუძლიათ ოპერირება.

ასეთივე დამოკიდებულება და არარსებული მენეჯმენტით უნდოდათ “ანაკლიის პორტის” მშენებლობა, ხოლო როდესაც სახელმწიფო ხელშეწყობა და რამდენჯერმე შეცვლილი პირობებიც ვერ დააკმაყოფილეს, პოლიტიკას შეაფარეს თავი, საკუთარი უუნარობისა და ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს. კეთილსინდისიერ ბიზნესთან და მითუმეტეს, კონკურენტულ გარემოში მეწარმეობასთან ამათ საერთო არაფერი აქვთ, რადგან პარაზიტები არიან!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: თბილისში 26 წლის ბიჭი მოკლეს – დაკავებულები არიან ბრალდებული და მისი და
Next: ვასაძე ბიძინა ივანიშვილს „ფარჩაკს“ და „მელკი“ ვაჭარს რომ უწოდებს, ეს იგივეა, კურდღელმა ლომს გულადობა დაუწუნოს – ჯაბა ხუბუა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025