Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თბილისში 26 წლის ბიჭი მოკლეს – დაკავებულები არიან ბრალდებული და მისი და

მარშალ პრესი 19/02/2024
მკვლელობა თბილისში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  1991 წელს დაბადებული მამაკაცი და მისი და დააკავეს,.

მამაკაცს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო მისი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული.

ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მისი დის ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში ჯ.ს.-ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ.-სთან. მოგვიანებით ჯ.ს.-მ მას ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო ბრალდებულისა და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ.-ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

სამართალდამცველებმა ჯ.ს. და გ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შსს-ს ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
Next: დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს, კეთილსინდისიერ ბიზნესთან არაფერი აქვთ საერთო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025