Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ სალომე ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო – მიხეილ სარჯველაძე სიკორსკის განცხადებაზე

მარშალ პრესი 18/02/2024
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო. როგორც ჩანს ეს იყო დიდი ხნით ადრე კარგად დაგეგმილი შეფუთვის ერთ-ერთი ეტაპი და ახლა ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით ერთის მხრივ ეცადოს ქართულ საზოგადოებასთან არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია მის მიერ სააკაშვილის შეწყალება, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

სარჯველაძის თქმით, რადოსლავ სიკორსკის ამგვარი განცხადება პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალია.

„ეს შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოება არის აი ასეთ შედეგამდე მიმყვანი, შედეგებამდე რომელიც არის ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალი, ასე შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ, რომ თქმა იმისა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართლის უზენაესობას პატივს სცემ შეიძლება საკმარისი არ იყოს, როდესაც ამას აყოლებ, გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
Next: დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.