Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 18/02/2024
მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროდ პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული და გაკეთებული განცხადებები შემდგომ დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმავე თამაშს თამაშობს, რასაც მიხეილ სააკაშვილი.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში“.-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად პატრიარქს ესტუმრა
Next: ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ სალომე ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო – მიხეილ სარჯველაძე სიკორსკის განცხადებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.