Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არა, მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს

მარშალ პრესი 18/02/2024
სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის აგენტების პატრონები.

უცხო ქვეყნის აგენტად მან სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია და აღნიშნა, რომ წინასწარ იმის თქმა, თუ რას მოიმოქმედებენ მისი პატრონები სააკაშვილთან დაკავშირებით რთულია.

„რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს. რას ეტყვიან, ამაზე მარჩიელობა რა თქმა უნდა, წინასწარ არ შეგვიძლია.

ბევრი რამე შეიძლება იყოს: თუ მისი უცხოელი პატრონები, რომელთა მიზანი არის საქართველოში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და შემდეგ საქართველოს ომში ჩართვა, უფრო ზუსტად აგენტოკრატიის დამყარება, გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვებით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უფრო დიდ შედეგს დადებს, ამ შემთხვევაში გამოაშვებინებენ. თუ გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვება მოახდენს სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ხმების მობილიზებას და საბოლოო შედეგისთვის ეს უარესი იქნება, მაშინ მას არ გამოაშვებინებენ. ახლა ისინი რას იზამენ, ამაზე მარჩიელობა, მე ნამდვილად არ შემიძლია,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ჩვენი სექტანტების მხრიდან კრემლის აგენტუროფილია ძალიან გულის ამაჩუყებელია
Next: სწორედ ამ მომენტს დაელოდება კრემლი, რათა „დათანხმდეს“ მოლაპარაკების მაგიდასთან სათავისოდ მისაღები სტატუს-კვოს დაფიქსირებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025