Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი სექტანტების მხრიდან კრემლის აგენტუროფილია ძალიან გულის ამაჩუყებელია

მარშალ პრესი 18/02/2024
დავით ქართველიშვილი

„ალექსეი („ვლადიმერ“) ნავალნის სიკვდილი როგორ უნდა გიხაროდეს, უბრალოდ, ნაცების ხელში ნებისმიერი სამგლოვიარო პროცესია ფარსად და ცირკად იქცევა, როგორც წესი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას კრემლის აგენტებით აღფრთოვანება ახასიათებს.

„ნადეჟდა (რომან გოცირიძისთვის – „ლარისა” იყოს) სავჩენკო გამახსენდა, რომელიც 2014 წელს რუსეთმა ჯერ დააპატიმრა, მიუსაჯა 22 წელი, ხოლო 2016 წელს პუტინის მიერ ამნისტირებული იქნა. ამ შუალედში ნაცები, სექტამედია, ყოველდღიურად ტელეეკრანებიდან, რუსეთის საელჩოს შენობასთან აფრქვევდნენ მის მხარდამჭერ პათოსს.

იმ დღეებში სავჩენკოს გულისთვის ნებისმიერი ნაცი საჯაროდ ჰარაკირიზე იყო წამსვლელი… სავჩენკო გამოუშვეს, ჯერ რადას დეპუტატად, მერე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად გახადეს. სავჩენკო ჯერ კიდევ ჩვენი სექტანტების ნომერ პირველი ანტიპუნისტი იყო. მერე უკრაინაში მას პუტინის აგენტობა დააბრალეს და 2018 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა რადას შენობაში დააპატიმრა.

როგორც ჩანს, პუტინის უშუალო ზეწოლით, 2019 წელს იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა უარით უპასუხეს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე. მას შემდეგ, ნაცების ოდესღაც საყვარელი „ანტიპუტინისტის”, სავჩენკოს გამოთავისუფლებული „ვაკანსია” ჯერ გონჩარენკოს მოარგეს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ერთი, რომ დედა არ აგინა სააკაშვილს სავიკ შუსტერის სტუდიაში. მერე ეს საპატიო ადგილი ლЮსЯ არესტოვიჩს ერგო, რომელიც ასევე, რატომღაც, მგონი, პუტინის აგენტი აღმოჩნდა. ამჟამად ეს მისია ალექსი ნავალნის ერგო. ჩვენი სექტანტების მხრიდან კრემლის აგენტუროფილია ძალიან გულის ამაჩუყებელი და ძაან-ძაან საყვარელია!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე
Next: რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არა, მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.