Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება

მარშალ პრესი 15/02/2024
პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ შემდეგი ეტაპისკენ – გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან სერიოზულ მიდგომას და სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს. ვიმედოვნებ, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა გახდება მთავარი საკითხი, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდებიან იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი.

„თავის მხრივ, ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად არის დასახმარებლად, რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ ქართველებმა სამუშო თავად უნდა შეასრულონ. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს ბრიუსელში განახორციელებს.

Continue Reading

Previous: დავით მათიკაშვილი: სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას – ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ
Next: როდესაც ევროპის სახალხო პარტია სააკაშვილს კონგრესზე ეპატიჟება, აქ არის ორი მომენტი: ან არ იციან, რომ იგი პატიმრობაშია (რისიც არ მჯერა), ან იციან და ელიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025