Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას – ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ

მარშალ პრესი 15/02/2024
დავით მათიკაშვილ

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სხვა ოპოზიცია, გარდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“. რა სახითაც არ უნდა დაშალონ ეს „ლეგო“, როგორ კლასტერებადაც არ უნდა გადაანაწილონ, მათი მიზანია როგორმე გადააპარონ 5%-იან ბარიერს ჯგუფებად დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შემდგომ ისევ ააწყონ კონსტრუქცია პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ძალებს არც საზოგადოების მხარდაჭერა და არც ელექტორალური რესურსი გააჩნიათ.

დეპუტატმა „ლელოს“ პიარკამპანიაზეც ისაუბრა.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მთელი ის კამპანია, რომელსაც მაგალითად „ლელო“ აწარმოებს. სასამართლოს მიერ თაღლითობაში მხილებული ხაზარაძე და ჯაფარიძე როგორ ცდილობენ რევანშიზმის სოუსით კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდები შეახსენონ საზოგადოებას და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას – ხელისუფლებაში რომ მოვალთ, რეპრესიებს გავაჩაღებთ. ბიძინა ივანიშვილს – ვინც ამ ქვეყნის სტაბილურობის გარანტია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, უამრავი სიკეთე, უამრავი ქველმოქმედება, როგორც მატერიალური, ასევე პოლიტიკური,- გადასახლებას უპირებენ და პროკურორის მანტიები მოირგეს „ლელოს“ ფსევდოლიდერებმა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისი პოლიტიკური გზავნილია. „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი სოციალურ ქსელში დაწყებული „ლელოს“ კამპანია შეფარულ მუქარად და შავ კამპანიად შეაფასა.

Post navigation

Previous: მეუფე შიო: სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას, რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე
Next: პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ სწრაფად მივდივართ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების ეტაპისკენ, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, მუშაობა გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.