IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის უაღრესად პრობლემურ თემატიკასთან დაკავშირებით. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, მაგრამ მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ამ საკითხს ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

აუცილებელია, ქვეყნის საზღვრების დადგენა, რადგან სახელმწიფოებრიობა, სამშობლო, იწყება საზღვრიდან. დარწმუნებული ვარ, ის პროცესი რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება