Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა

მარშალ პრესი 15/02/2024
ირაკლი ღარიბაშვილი9

დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია და მათი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას უნდოდა, რომ მთლიანად ცესკო ყოფილიყო მათ მიერ მართული, რათა თავად გაეყალბებინათ არჩევნები და მოეპარათ ხალხის ხმები.

„დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა მათი საქმიანობა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი სამუშაოებია გაწეული ცესკოს ხელმძღვანელების მიერ იმისთვის, რომ ამხელა შედეგისთვის მიეღწიათ. სხვა ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. ოპოზიციას თუ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი და მთელი ცესკო უნდა ყოფილიყო მათ მიერ მართული, რომ თავად გაეყალბებინათ არჩევნები და მოეპარათ ხალხის ხმები, უკაცრავად, ამას რა თქმა უნდა არცერთი ხელისუფლება არ დათანხმდება არასოდეს. ყველაფერი არის ორგანიზებული კანონის შესაბამისად, ჩვენ კანონის საწინააღმდეგო არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო პირველი განცხადებები იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის” მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს
Next: სამწუხაროდ, დღეს ალტერნატივა, რაც ჩვენს ამომრჩეველს აქვს, არის წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ – ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.