Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა

მარშალ პრესი 15/02/2024
უნგრეთი

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, უნგრეთის ამ ნაბიჯის მიზეზი ჩინეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ზომები იყო, რომელსაც ეს პაკეტი ითვალისწინებს.

ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცებას უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავისთვის გეგმავს. სანქციების შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩების ბრიუსელში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე შემზღუდველი ზომების დამტკიცების ერთადერთი მოწინააღმდეგე უნგრეთი იყო.

სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს 200 ფიზიკურ პირსა და კომპანიას რუსეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, ეხმარებიან მოსკოვის საომარ ძალისხმევას. „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა სიაში ჩინური კომპანიების არსებობას უკავშირდებოდა. მეორე მაღალჩინოსანმა მედიასაშუალებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ითხოვა მეტი დრო ანალიზისთვის.

სანქციების მე-13 პაკეტზე დისკუსია, სავარაუდოდ, მინისტრების დონეზე მომავალ კვირას გაგრძელდება. სანქციების მომხრეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალ ოთხშაბათამდე შეძლებენ, რათა 24 თებერვლამდე სანქციები დაამტკიცონ.

Continue Reading

Previous: ‘საქპატენტი” განცხადებას ავრცელებს
Next: „ლელოსგან” ჯერ მხოლოდ ორი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მოვისმინეთ და ორივე შემთხვევაში ხალხისგან საქილიკო გახდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025