IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ყველა ინფიცირებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი ცესკოს განცხადებაზე გააკეთა.

„ყველა ინფიცირებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ამის უზრუნველყოფა მოხდება ყუთების მიტანით, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, მთავარია, ეს ადამიანები დარეგისტრირდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართა თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება