Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 15/02/2024
ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში საზოგადოების, მედიისა და კერძო სექტორის მხრიდან თავდაცვის ძალების მხარდაჭერისა და დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა და საზოგადოებამ მათი განსაკუთრებული ღვაწლი სათანადოდ უნდა დააფასოს. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კარგი ინიციატივა არსებობს და უწყება აქტიურად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, რათა საზოგადოება სათანადოდ იყოს სოლიდარული იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს და აღნიშნული მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებებში უნდა აისახოს.

„მთავარი ამოცანაა, დაგროვილი გამოცდილებისა და არსებული ნაკლოვანებების ანალიზის საფუძველზე, გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქმედებები და კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ იმ რესურსების გამოყენება, რომელიც საკმაოდ დიდად იხარჯება ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დინამიკა არის ძალიან კარგი, სასიამოვნო, იმიტომ რომ, ეს არის პოლიტიკური გუნდის განაცხადი, რომ ჩვენთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტი,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Continue Reading

Previous: ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარება
Next: საზოგადოების ისეთი დიდი მხარდაჭერა როგორიც დღეს „ქართულ ოცნებას აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია – კახა კალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025