Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარება

მარშალ პრესი 15/02/2024
ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „იმედი Live“ თავდაცვის უწყებაში მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას, ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მათ ჩართულობაზე გაამახვილა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან კარგი, დინამიური თანამშრომლობა გვაქვს, რაც მომავალშიც გაგრძელდება:

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ უკვე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ელჩებთან, უკვე დაგეგმილია რამდენიმე სხვა შეხვედრა. ეს არა მხოლოდ გაცნობითი შეხვედრებია, არამედ, ჩვენ უკვე საქმეზე ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომავალ კვირას ის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში, ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში:

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩემთვის, როგორც ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრისთვის, მეორე მხრივ, ეს არის მკაფიო განაცხადი, თუ როგორ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს“. – განაცხადა ჩიქოვანმა.

Continue Reading

Previous: თავდაცვის კოდექსი შექმნილია ნორმებით, რომლებიც ნატოს სახელმწიფოების პრაქტიკას ეყრდნობა – ირაკლი ჩიქოვანი
Next: თავდაცვის ძალები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგული ინსტიტუციაა – ირაკლი ჩიქოვანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025