Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის შეფარული მუქარა – შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე

მარშალ პრესი 15/02/2024
შალვა პაპუაშვილი

„ეს არის შეფარული მუქარა, რომელიც თითქოს პირდაპირ არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აღქმები უნდა შექმნას ასეთი ტიპის შავმა კამპანიამ“– ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წამოწყებულ კამპანიას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძეს მუქარის კამპანია აქვს დაწყებული პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

„მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ყოველკვირეული პოსტებით რომ გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე, სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, ვიზუალურადაც კი მუქარის შემცველი არის, როდესაც ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა“-აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, უკვე კომედიაა, როდესაც 2 პროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს. „მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობით მილიონერი გახდა. ჩვენ ვსაუბრობთ 2 პროცენტიან პარტიაზე, არ დაგვავიწყდეს. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი, ეს არის მათი მიღწევა რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩეველი. ასე რომ, 2 პროცენტიანი პარტია რომ ზოგადად საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს უკვე თავად კომედიაა.“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: სააკაშვილი მიხვდა, რომ უცხოეთიდან „ნაცმოძრაობის“ უშედეგო გათეთრებაში ფულს აღარ ყრიან
Next: ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025