Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილი მიხვდა, რომ უცხოეთიდან „ნაცმოძრაობის“ უშედეგო გათეთრებაში ფულს აღარ ყრიან

მარშალ პრესი 15/02/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანალიზს ავრცელებს. როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის კონკურენციაა, რადგან უცხო ძალებს „ძველი“ სააკაშვილის „ახალი“ ზურაბიშვილით ჩანაცვლება სურთ.

„როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერობა დააპირა, ეგრევე გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილმა, რომ ოპოზიციის გაერთიანება მხოლოდ მის ირგვლივ უნდა მოხდეს და საკუთარ თავს მისცა ფუნქცია.

სააკაშვილი მიხვდა, რომ უცხოეთი გეგმა ბ-ზე გადავიდა, ანუ მათ ჩანაცვლებაზე, რადგან „ნაცმოძრაობის“ უშედეგო გათეთრებაში ფულს აღარ ყრიან, თუმცა სურთ იგივე გუნდი სახეშეცვლილი შეატყუონ ქართველ ამომრჩეველს. სწორედ ამიტომ, სააკაშვილი მთელი რესურსით იბრძვის, რომ არ დარჩეს მიტოვებული.

აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს სერიოზული მეტოქე ჰყავს სააკაშვილის სახით. ზურაბიშვილი უცხოეთის ლობისტების ახალი პროექტია, სააკაშვილი კი – ძველი. რისკები ნამდვილად დიდია მიშასთვის და სწორედ ამიტომ გააქტიურდა პოლიტიკაში გისოსებს მიღმა. თუმცა, მათთვის მთავარია, რას დაგეგმავენ უცხოეთში მათი ლობისტები და ვის რა როლს დააკისრებენ საარჩევნოდ საქართველოში.

პრეზიდენტის სასახლეშიც ყოველდღიური ვოიაჟები ოპოზიციური პარტიების მხრიდან მხოლოდ პოზიორობაა. სინამდვილეში კი მათი უფროსების მიერ შედგენილ სცენარში უკვე ყველაფერი გაწერილია და ვერც ვერავინ გაბედავს ამ სცენარის შეცვლას. ერთი კი ნამდვილად გაუხდებათ საჩოთირო – ვის ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს პულსდაკარგული ოპოზიცია? აქ საუბარია მხოლოდ ლიდერზე, თორემ ყველანი ერთად რომ ნაცმოძრაობის ირგვლივ არიან და მისი იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ, ეს ყველასათვის ნათელია. ზურაბიშვილი თუ ისევ სააკაშვილი? ვნახოთ, დაათმობინებენ თუ არა მიშას პირველობას? თუ მიშა ჩამოაქვეითეს, მაშინ „მიშა! მიშა!“-ს ერთგული ამომრჩეველი გაბრაზდება. და თუ მიშას სალომეს კალთას არ ამოაფარებენ, მაშინ დაძველებული „ნაცმოძრაობა“ სასურველ შედეგს ვერ მოუტანთ. მოკლედ, დიდი აურზაურია ოპოზიციის „სალხინეთში“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: ისინი არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და “გაყალბებულ არჩევნებზე” ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება
Next: ეს არის შეფარული მუქარა – შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025