Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხანდაზმული თაღლითები, თავისნაირ ახალგაზრდა თაღლითებს ტყუილების ხელოვნებაში დიდი რუდუნებით ზრდიან

მარშალ პრესი 15/02/2024
ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პარტია “ლელოს” წევრების განსხვავებულ დაპირებებს პენსიების მომატების თაობაზე, სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, ხანდაზმული თაღლითები ახალგაზრდებს ტყუილების თქმაში ახელოვნებენ, რაზეც ირაკლი კუპრაძის და მამუკა ხაზარაძის მიერ ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვაგვარი განცხადებები მეტყველებს: კერძოდ, კუპრაძემ განაცხადა, რომ “ლელოს” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდებოდა, ხოლო ხაზარაძის თქმით, პირველ ეტაპზე პენსია 200 ლარით მოიმატებს, 4-5 წლის შემდეგ კი 1000 ლარამდე მიაღწევს.

“არ გაგიკვირდეთ! ხანდაზმული თაღლითები, თავისნაირ ახალგაზრდა თაღლითებს ტყუილების ხელოვნებაში დიდი რუდუნებით ზრდიან!
და აი აგერ შედეგიც დადეს!

თვენახევარში ხანდაზმული თაღლითისაგან ესტაფეტა გადაცემული და თაღლითობის და აფერისტობის გზაზე მყარად შემდგარი ახალგაზრდა კუპრაძე 1000 ლარამდე ავიდა!
ამიტომაც, ნახეთ მაისამდე მომდევნო დამწყები თაღლითი გეგელია 1500-მდე გაქაჩავს! ხოლო არჩევნების წინა დღეს კიდევ ერთი უკვე ტყუილებსა და აფერისტობაში დახვეწილი და სახელმწიფოს ქონების მითვისება განიავებაში ოჯახიდან ფესვგადგმული “ლელოელი” ნაცვლიშვილი “ვოზდუხიდან” 2500-ს მაინც გახდის პენსიას!
აბა როგორ!

ამათთან მიმიქარავს ნებისმიერი იგორ კიო! დაუკარით დახვეწილ არამზადა-თაღლით-აფერისტთა უპენსიო ქორწილია! თამადა და მთავარი დოლ-მაისტერი მამუკაა ხაზარაძე” –  წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: იმის გარდა, რომ “ლელოს” მინიონები არითმეტიკაში სიბეცეს ავლენენ, ყალთაბანდმა ხაზარაძემ ‘ფირფიტა შეცვალა’ და ათასლარიანი პენსიის დაუყოვნებლივი ზრდა გადაიდო
Next: რა თაღლითებიც ბიზნესში იყვნენ, იმავე მეთოდებით ცდილობენ პოლიტიკაში მოითბონ ხელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025