Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში

მარშალ პრესი 14/02/2024
ილია დარჩიაშვილი

„ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში. – ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხთან დაკავშირებით  განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობამ, 9 პუნქტის შესაბამისად აღებული ვალდებულების მიხედვით, უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოში, კერძოდ ოდირში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

„ საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ საქართველოში  მათ განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს, ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025