Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

მარშალ პრესი 14/02/2024
01

ხელვაჩაურის მერია აქვეყნებს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის მოქმედებს:

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამები:

დიალიზით მოსარგებლე პირთა ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა.

სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება.

პარკინსონით დაავადებულ პირთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი).

მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის.

ბავშვთა აბილიტაცია – რეაბილიტაციის ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება.

იშვიათი დაავადების მქონე პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

0-დან 200 000-მდე ქულის მქონე მოვლის საჭიროების პირთა მატერიალური მხარდაჭერა.

სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება.

სოციალური დაცვის მიმართულებით პროგრამები:

უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.

ომის მონაწილეებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება.

მრავალშვილიანი და დედ-მამით ობოლ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

0-დან 100 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

0 – 200000 ქულის მქონე ოჯახებს პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

გაზიფიცირების პროგრამა 0-დან 100 000-ქულის მქონე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის.

მარტოხელა მშობლების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა.

მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 18 მიზნობრივი პროგრამას, წელს სამი ახალი პროგრამა დაემატა, ესენია:

შშმ სტატუსის მქონე (18 წლამდე) ბავშთა საკურორტო რეაბილიტაცია.

0-დან 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე (სამ და ოთხ შვილიანი) ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა.

აღნიშნული პროგრამები გათვლილია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების კეთილდღეობაზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე.

პროგრამებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიას უნდა მიმართონ და წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

Continue Reading

Previous: მიუნჰენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა, აქაური გულწასული ოპიზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებას ემსახურება
Next: საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025