Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ინგა გრიგოლიას საყვარელმა რესპონდენტმა გიორგი გახარიამ საკუთარი მსტოვრები „ჭუტავიზიას” მიუქსია – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 14/02/2024
დავით ქართველიშვილი

„ტვ პირველსაც” მოუწია უეჭველი ჭეშმარიტების გაშუქება, რომლითაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი „ფარული” დადგენილების „დამალვის” ფაქტი სწორედ ექს-პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდს მიაკუთვნა, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, კორუმპირებულთა სიაში გახარიას მომხრეების მხრიდან ირაკლი კობახიძის მოხსენიება, მიუღებელია.

„გუშინდღეს ინგა გრიგოლიას საყვარელმა რესპონდენტმა გიორგი გახარიამ საკუთარი მსტოვრები „ჭუტავიზიას” მიუქსია: „თქვენო, კორუმპირებულ მოქმედ პრემიერს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში ეხმარებითო.” გაფუჭებული საათივით, რომელიც დღეში ორჯერ მაინც სწორ დროს განახებს, „ტვ პირველსაც” მოუწია უეჭველი ჭეშმარიტების გაშუქება, რომლითაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი „ფარული” დადგენილების „დამალვის” ფაქტი სწორედ ექს-პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდს მიაკუთვნა.

ცალკე თემაა გახარიას კორუმპირებული პოლიტსაბჭოს წევრთა ამ კატეგორიაში ირაკლი კობახიძის მოხსენიება, რომელიც შეიძლება “დაადანაშაულო”: სწორ აღზრდაში, ჭკუაში, ანალიტიკურ აზროვნებაში, პროფესიონალიზმში, პატიოსნებაში, საორგანიზაციო ნიჭში, თავაზიანობისა და აუღელვებლობის ფარგლებში სიხისტეში, პრინციპულობასა და მამულიშვილობაში – ანუ, ყველაფერში, გარდა კორუფციისა. ისეც არ უნდა გამოხვიდე მწყობრიდან, რომ თუნდაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეში შენთვის დამახასიათებელი უამრავი მანკიერებიდან ერთ რომელიმეს მაინც ეძებდე გაშმაგებული და წარუმატებელი ძებნის შედეგად – ყველაზე ფანტასტიკურ ვერსიაზე შეჯერდე. პროფესიონალი ჯამბაზი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება – მაყურებლის ოვაციებს იმსახურებს. ხოლო ჯამბაზად ქცეული პოლიტიკოსი – ცრემლის ღირსიც აღარაა…“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: დონალდ ტრამპის განცხადებები საშიში და შოკისმომგვრელია – ჯო ბაიდენი
Next: ფაქტი, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება კონსტიტუციას კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ, მისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი უმნიშვნელო საკითხია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025