Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპის განცხადებები საშიში და შოკისმომგვრელია – ჯო ბაიდენი

მარშალ პრესი 14/02/2024
ჯო ბაიდენი

დონალდ ტრამპის განცხადებები საშიში და შოკისმომგვრელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი“.

ბაიდენის შეფასებით, ტრამპის განცხადებამ კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, რომ კონგრესმა დაამტკიცოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად.

„აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ფსონები უკვე მაღალი იყო, ვიდრე კანონპროექტს სენატში მიიღებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ეს ფსონები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სახიფათო და შოკის მომგვრელი, აშკარად არაამერიკული სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დაფინანსების შეჩერების მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის ტოლფასია და ასეთ შემთხვევაში მისი თავდასხმები, შესაძლოა, უკრაინის საზღვრებს გასცდეს.

Continue Reading

Previous: ევროკავშირში შესვლის გარეშე ჩვენ ვერ გავმდიდრდებით – ალეკო ელისაშვილი (ვიდეო)
Next: ინგა გრიგოლიას საყვარელმა რესპონდენტმა გიორგი გახარიამ საკუთარი მსტოვრები „ჭუტავიზიას” მიუქსია – დავით ქართველიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025