Skip to content
03/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სინოდალური კომისია პატრიარქს მიმართავს, რომ მომდევნო სხდომამდე, პეტრე კვარაცხელიას მღვდელმოქმედების უფლება სრულად შეუჩერდეს

მარშალ პრესი 13/02/2024
პეტრე-კვარაცხელია-640x427

სინოდალური კომისია პატრიარქს მიმართავს, რომ მომდევნო სხდომამდე პეტრე კვარაცხელია მღვდელმოქმედების უფლება სრულად შეუჩერდეს

ამის შესახებ დასკვნა სინოდალურმა კომისიამ მიიღო:

“მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო  სამგზის  იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად,  კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს,  დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე  ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.”– ნათქვამია სინოდალური კომიის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები:

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი)

Continue Reading

Previous: სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებით, სინანულის საფუძველზე, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგა მღვდელმსახურების უფლება
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ ზონებში, აქტიურად მიმდინარეობს, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლისა და გაბიონის მოწყობის სამუშაობი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025