Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

როგორ მოვიქცეთ მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ წარმოადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო კომპანიებისთვის

მარშალ პრესი 13/02/2024
416655790_1556455698228582_9088293699284739664_n

Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის ექსპერტებმა შეიმუშავეს დეტალური ინსტრუქციები კომპანიებისთვის, თუ როგორ უნდა მოაწყონ ბნელ ქსელში მონაცემთა გაჟონვის თვალყურის დევნების და რეაგირების პროცესი.

„კასპერსკის ლაბორატორია“ იუწყება, რომ თავდამსხმელები მუდმივად ეძებენ ახალ გზებს კორპორატიული კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპარად. ეს რეალური საფრთხეა ნებისმიერი დარგის და ნებისმიერი ზომის კომპანიებისთვის. Kaspersky Digital Footprin tIntelligence-ის მონაცემებით, ორგანიზაციების 42%-ს, რომლებმაც 2022 წელს მონაცემთა კომპრომეტაცია განიცადეს, არ ჰყავდა საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მსგავსი ინციდენტების მართვაზე. კომპანიების მეოთხედზე მეტმა (28%) ან არ უპასუხა შეტყობინებას, ან განაცხადა, რომ ეს მათში შეშფოთებას არ იწვევს. კომპანიების მხოლოდ 22%-მა უპასუხა სათანადოდ კიბერ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას, ხოლო 6%-მა განაცხადა, რომ უკვე იცოდა რაც მოხდა.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ დეტალური გზამკვლევი კომპანიებს საშუალებას მისცემს შექმნან გაჟონვაზე რეაგირების პროცესი – დაადგინონ საჭირო ნაბიჯები და დააკისრონ პასუხისმგებელ პირებს კონკრეტული როლები. სახელმძღვანელო მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს, მაგალითად, როგორ უნდა შეიქმნას ბნელი ვებ რესურსების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა ინციდენტების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის, არამედ ღირებული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ეფექტური კომუნიკაცია მედიასთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან, უფროს მენეჯმენტთან და სხვა ჩართულ მხარეებთან გაჟონვის შემთხვევაში.

„კომპანიებს ხშირად არ ესმით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ინციდენტის შემდეგ, როგორ იმოქმედონ არა მხოლოდ სწრაფად, არამედ სწორადაც, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ შესაძლო რეპუტაციის ზიანი და ფინანსური ზარალი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნეს სფეროში წარმოიშვა გადაუდებელი აუცილებლობა, ჰქონდეს მკაფიოდ სტრუქტურირებული პროცესი გაჟონვაზე რეაგირებისთვის და რადგან ასეთი ინციდენტები მალე არ ჩერდება, გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა დეტალურ მრავალგვერდიან სახელმძღვანელოში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის სასარგებლო იქნება კომპანიათა უმეტესობისთვის,” – ამბობს Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის უფროსი ანალიტიკოსი ანა პავლოვსკაია.

Post navigation

Previous: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პრემიერ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
Next: European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.