Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პრემიერ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

მარშალ პრესი 13/02/2024
დერეკ შოლე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერში წერს.

როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაუდასტურა აშშ-ის  უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

“დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.

Post navigation

Previous: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს
Next: როგორ მოვიქცეთ მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ წარმოადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო კომპანიებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.